არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა გენადი შპაკოვსკი მეუღლესთან, ტატიანასთან ერთად

2020 წლის 5 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა გენადი შპაკოვსკის შეიძლება შვიდწელიწად-ნახევარი მიუსაჯონ რუსეთში

ძმა გენადი შპაკოვსკის შეიძლება შვიდწელიწად-ნახევარი მიუსაჯონ რუსეთში

2020 წლის 8 ივნისს ფსკოვის საქალაქო სასამართლო 61 წლის ძმა გენადი შპაკოვსკის განაჩენს გამოუტანს. მას ბრალად ედება „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სახლში პატარა ქრისტიანულ შეხვედრებს ატარებდა. პროკურატურა ითხოვს, ძმა გენადი შპაკოვსკის შვიდწელიწადნახევრიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ.

2018 წლის დასაწყისში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) თანამშრომლებმა გენადი შპაკოვსკის ოჯახს თვალთვალი დაუწყეს; ისინი რამდენიმე თვის მანძილზე ისმენდნენ მათ სატელეფონო საუბრებს და აკვირდებოდნენ მათ საქმიანობას. 2018 წლის 3 ივნისს, 12:45 სთ-ზე, ფსბ-ს თანამშრომლებმა შეიარაღებული პოლიციის ოფიცრებთან ერთად შეანგრიეს მათი სახლის კარი, სადაც მშვიდობიანი შეხვედრა ტარდებოდა. ისინი 6 საათი აწარმოებდნენ ჩხრეკას.

ფსბ-ს თანამშრომლებმა ყველა იქ მყოფს ჩამოართვეს პლანშეტები და მობილური ტელეფონები და მოწმეები განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანეს. გამომძიებლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მოწმეებს და სამუშაოს დაკარგვით და დაპატიმრებით დაემუქრნენ. ძმა გენადი შპაკოვსკის დაკითხვა ღამის 10 საათამდე გაგრძელდა.

2019 წლის 19 მარტს ძმა გენადი შპაკოვსკის ბრალი დასდეს „ექსტრემისტული“ საქმიანობის ორგანიზებაში. ხუთი თვის შემდეგ იგი აგრეთვე დაადანაშაულეს „ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებაში“.

საბოლოო განაჩენის მოლოდინში მხურვალედ ვლოცულობთ და ვთხოვთ იეჰოვას, გააძლიეროს ძმა გენადის ოჯახი და დაარწმუნოს იმაში, რომ მათი ერთგულება და მოთმინება დაჯილდოვდება (2 მატიანე 15:7).