არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა გენადი შპაკოვსკი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მეუღლესთან, ტატიანასთან და ქალიშვილთან, მარიასთან ერთად

2020 წლის 3 აგვისტო
რუსეთი

ძმა გენადი შპაკოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს

ძმა გენადი შპაკოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს

ორშაბათს, 2020 წლის 3 აგვისტოს, ფსკოვის საოლქო სასამართლომ ძმა გენადი შპაკოვსკის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი, თუმცა ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა იმავე ვადით პირობითი სასჯელით შეუცვალა. სასამართლო გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ძმა გენადი შპაკოვსკი გაათავისუფლეს. პროკურორს აქვს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.