არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 11 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა დენის კრისტენსენი სადამსჯელო საკნიდან უკან ციხეშია გადაყვანილი

ძმა დენის კრისტენსენი სადამსჯელო საკნიდან უკან ციხეშია გადაყვანილი

2020 წლის 11 ივლისს ლგოვის ციხის ადმინისტრაციამ ძმა დენის კრისტენსენი სადამსჯელო საკნიდან, სადაც მან 15 დღე გაატარა, უკან ციხეში დააბრუნა. როგორც ვებგვერდზე განთავსებული წინა სტატიებიდან შეიტყვეთ, იგი სადამსჯელო საკანში ცრუ ბრალდებების საფუძველზე მოხვდა. ძმა დენის კრისტენსენი ახლა ციხის ჩვეულებრივ საკანში იმყოფება და ინარჩუნებს დადებით განწყობას. გუნდი, რომელიც მის საქმეზე მუშაობს, აპირებს უსაფუძვლო ბრალდებების გასაჩივრებას, რათა ამ ბრალდებების საფუძველზე არ შეფერხდეს ძმა დენისის ვადამდელი გათავისუფლება.