2020 წლის 21 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ევგენი აქსენოვს ბიბლიურ პრინციპებზე მსჯელობის გამო სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი
ძმა ევგენი აქსენოვს ბიბლიურ პრინციპებზე მსჯელობის გამო სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი
პარასკევს, 2020 წლის 14 თებერვალს ხაბაროვსკში, ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს ძმა ევგენი აქსენოვის საქმეზე. ბრალდების მხარემ მისთვის სამწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
2018 წლის 21 აპრილს ძმა აქსენოვი ერთ-ერთი სასტუმროს საკონფერენციო ოთახში მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობდა. ის მათთან საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აძლიერებს ოჯახებს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება. ამ მიზეზით ძმა აქსენოვი „საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად“ ცნეს და ბრალი დასდეს „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში“. სასამართლო საქმის განხილვა დაიწყო 2019 წლის 21 ოქტომბერს.
ძმა აქსენოვის სასამართლო საქმის განხილვა მალე დასრულდება. ვლოცულობთ, რომ მან და მისმა ოჯახმა კლავაც იეჰოვაზე დაამყარონ იმედი და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მის ერთგულებს „არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნი 34:9).