არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ევგენი სპირინი სასამართლო დარბაზში

2020 წლის 9 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ევგენი სპირინს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება რუსეთში

ძმა ევგენი სპირინს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება რუსეთში

2020 წლის 14 ივლისს ივანოვოს ოლქში, ფურმანოვსკის საქალაქო სასამართლომ ძმა ევგენი სპირინის საქმეზე განაჩენი უნდა გამოიტანოს. პროკურორი მოითხოვს, რომ ძმა ევგენი სპირინს შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდონ.

34 წლის ევგენი სპირინს ბრალად ედება „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება. მის წინააღმდეგ საქმე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ფსბ) 2019 წლის 21 იანვარს აღძრა. ექვსი დღის შემდეგ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რეიდი მოაწყვეს ძმა ევგენისა და მისი მეუღლის, ნატალიას, სახლში. ივანოვოს ოლქში, ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძმა სპირინი, სულ მცირე, ორი თვე უნდა ყოფილიყო წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის იეჰოვას მოწმეა. მოგვიანებით მას გაუხანგრძლივეს წინასწარი პატიმრობის ვადა.

2019 წლის 5 ივლისს ევგენი გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, სადაც 160 დღე დაჰყო, და გადაიყვანეს შინაპატიმრობაში. 2019 წლის 18 დეკემბერს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძმა ევგენი სპირინს, გამომძიებლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოეხსნა შინაპატიმრობა. მისთვის სხვა დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებიათ.

ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან; დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა იეჰოვა მათ კვლავაც გააძლიერებს! (1 პეტრე 4:14).