არჩეულ მასალაზე გადასვლა

გათავისუფლებული ძმა ვალერი მოსკალენკო სასამართლოს შენობის წინ

2019 წლის 4 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ვალერი მოსკალენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ძმა ვალერი მოსკალენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

2019 წლის 2 სექტემბერს ხაბაროვსკის ჟელეზნადაროჟნის რაიონულმა სასამართლომ ძმა ვალერი მოსკალენკოს ორი წელი და ორი თვე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ძმა ვალერის მეტად აღარ მოუწევს ციხეში ყოფნა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ვალერი მოსკალენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს, რამაც მისი ოჯახი და მეგობრები უზომოდ გაახარა. იგი პატიმრობაში 2018 წლის 2 აგვისტოდან იმყოფებოდა. დაპატიმრებამდე ის მემანქანის დამხმარედ მუშაობდა და ავადმყოფ დედაზე ზრუნავდა. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ვალერიმ ხაბაროვსკი არ უნდა დატოვოს და ყოველთვე პოლიციაში უნდა გამოცხადდეს.

30 აგვისტოს, როცა სასამართლოს წინაშე ბოლო სიტყვით გამოვიდა, ძმა ვალერიმ ასეთი რამ თქვა: „წარმოუდგენელია, ღვთის ნების წინააღმდეგ წავიდე, რაც ბიბლიაში ნათლადაა გამოხატული. ვაცხადებ, რომ ვერანაირი ზეწოლა თუ სასჯელი, თუნდაც სიკვდილი, უარს ვერ მათქმევინებს სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედთან, იეჰოვასთან ურთიერთობაზე“.

იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის წარმომადგენელი, იაროსლავ სივულსკი აღნიშნავს: „ჩვენ არ ვეთანხმებით გამამტყუნებელ განაჩენს, მაგრამ გვიხარია, რომ ვალერი ოჯახს დაუბრუნდება“.

ვემადლიერებით იეჰოვას, რომ ძმა ვალერი მოსკალენკომ პატიმრობის დროს ძლიერი რწმენა შეინარჩუნა. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც განამტკიცოს ის და-ძმები, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან (ესაია 40:31).