არჩეულ მასალაზე გადასვლა

და ტატიანა ალუშკინა ციხიდან გათავისუფლებულ მეუღლეს ეგებება.

2020 წლის 10 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ვლადიმერ ალუშკინი ციხიდან გაათავისუფლეს

ძმა ვლადიმერ ალუშკინი ციხიდან გაათავისუფლეს

2020 წლის 30 მარტს ძმა ვლადიმერ ალუშკინი ციხიდან გაათავისუფლეს; ის გახარებული დაუბრუნდა თავის მეუღლეს.

როგორც უკვე ცნობილია, გადაწყვეტილება ვლადიმერ ალუშკინის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ იქნა პენზის საოლქო სასამართლოს მიერ ამა წლის 25 მარტს. აღნიშნულმა სასამართლომ გააუქმა ძმების — ვლადიმერ ალუშკინის, ვლადიმერ კულიასოვის, ანდრეი მაგლივის და დენის ტიმოშინის, აგრეთვე დების, ტატიანა ალუშკინასა და გალია ოლხოვას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება. მათი საქმე უკან გადაეგზავნა სასამართლოს ხელახალი მოსმენისთვის. ამჯერად საქმის განხილვას სხვა მოსამართლე უხელმძღვანელებს. ექვსივე და-ძმას კვლავ ეკრძალება გადაადგილება და მათზე კვლავ ვრცელდება სხვა შეზღუდვებიც.

მართალია, ძალიან გვახარებს ძმა ვლადიმერის გათავისუფლების ამბავი, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ, მისი გათავისუფლებიდან ორ დღეში, რწმენის გამო კიდევ ერთი ძმა დააპატიმრეს რუსეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთში. დარწმუნებულნი ვართ, რომ, ამ უსაფუძვლო სასამართლო გადაწყვეტილებების პირობებში, ჩვენს და-ძმებს კარგად ახსოვთ ნაუმის 1:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „კარგია იეჰოვა, ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს. ის ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს“.