არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვლადიმერ და ტატიანა ალუშკინები

2020 წლის 16 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ვლადიმერ ალუშკინს აღარ მოუწევს ციხეში დაბრუნება

ძმა ვლადიმერ ალუშკინს აღარ მოუწევს ციხეში დაბრუნება

2020 წლის 16 სექტემბერს პენზის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ძმების, ვლადიმერ ალუშკინის, ვლადიმერ კულიასოვის, ანდრეი მაგლივის და დენის ტიმოშინის, აგრეთვე დების, ტატიანა ალუშკინისა და გალია ოლხოვას საქმის თაობაზე. სასამართლომ ძმა ვლადიმერ ალუშკინს შეუმცირა თავდაპირველი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი წლის ვადით და შეუცვალა ოთხწლიანი პირობითი სასჯელით. ძალიან გვიხარია, რომ მას ციხეში აღარ დააბრუნებენ. სხვა და-ძმებისთვის გამოტანილი თავდაპირველი პირობითი სასჯელი უცვლელი რჩება.