არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა იგორ ცარევი

2021 წლის 28 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა იგორ ცარევს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება ბიბლიის კვლევის გამო

ძმა იგორ ცარევს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება ბიბლიის კვლევის გამო

სავარაუდო სასჯელი

2021 წლის 1-ლ თებერვალს a ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს ძმა იგორ ცარევის საქმეზე. მას ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ზოგადი ინფორმაცია

იგორ ცარევი

  • დაიბადა: 1974 წელს ბირაკანში (ებრაელთა ავტონომიური ოლქი).

  • ბიოგრაფია: ჰყავს ორი უმცროსი და. ოჯახს რომ დახმარებოდა, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო მუშაობა. მუშაობდა ხის მჭრელად, დურგლად და ელექტრიკოსად. უყვარს ბუნებაში დროის გატარება და თევზაობა.

  • სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ხშირად ფიქრობდა იმაზე, თუ რა იყო სიცოცხლის აზრი. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში იგორმა და მამამისმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ის 1997 წელს მოინათლა. 1998 წელს ვიქტორიაზე დაქორწინდა. მათ მოზარდი ქალიშვილი ჰყავთ.

სასამართლო საქმე

2019 წლის 30 ივლისს რუსმა სამართალდამცავებმა ძმა იგორ ცარევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მას ბრალად ედება ბიბლიის კვლევა „იეჰოვას მოწმეთა სწავლებების გავრცელების მიზნით“. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მტკიცებულებად წარადგინეს ფარულად გადაღებული ვიდეომასალები, სადაც ჩანს, რომ იგორი ესწრება რელიგიურ შეხვედრებს. პროკურორმა მოითხოვა, რომ შეწყდეს იგორის სასამართლო მოსმენების საჯაროდ განხილვა, რაც ძალიან უჩვეულოა. პროკურორის თქმით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა იმიტომ გაჩნდა, რომ პროცესებზე მისული ხალხი ირწმუნებდა იგორის ქადაგებას და დიდი ალბათობით, ისინიც იეჰოვას მოწმეები გახდებოდნენ. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა.

„ძალიან მალე, სასამართლოს გადაწყვეტილება ძირფესვიანად შეცვლის ჩემს ცხოვრებას, — ამბობს იგორი, — სინამდვილეში უკვე შეცვალა კიდეც. გარკვეული შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩემზე; მაგალითად, აკრძალული მაქვს ქალაქიდან გასვლა. სამსახურში უფროსთან მომიწია იმის ახსნა, თუ რატომ იძიებდა პოლიცია ჩემს საქმეს. ჩემს უფროსსა და თანამშრომლებს ვერ გაუგიათ, რაში მდებდნენ ბრალს, თუმცა მათ იციან, რომ ქრისტიანები ყოველთვის დევნის სამიზნეები იყვნენ“.

ვლოცულობთ იგორისთვის და მისი ოჯახისთვის. გვჯერა, რომ იეჰოვა „თავისი სულის ძალით“ გააძლიერებს მათ (ეფესოელები 3:16).

a შესაძლოა შეიცვალოს.