5 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ოლეგ დანილოვი ციხიდან გაათავისუფლეს
2024 წლის 1 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ძმა ოლეგ დანილოვი ციხიდან გაათავისუფლეს.
ოლეგს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დაპატიმრების შემთხვევაში ფილიპელების 4:4-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად მოქცეულიყო: „ყოველთვის იხარეთ უფალში; კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“. ის ამბობს: „ეს სიტყვები პავლემ პატიმრობისას დაწერა. მას ბორკილების მიუხედავად სიხარული არ დაუკარგავს, რადგან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და ენდობოდა მას. პავლეს მსგავსად გადაწყვეტილი მაქვს, არაფერს მივცე ნება, სიხარული წამართვას“.
ოლეგისთვის განსაკუთრებით რთული იყო სიხარულის შენარჩუნება, როცა დააპატიმრეს და ოჯახს დააშორეს. ის ვერც უფროსი ვაჟის ქორწილს დაესწრო. მისი მეუღლე, ნატალია გვიყვება, თუ რა დაეხმარა ამ დროს ოლეგს: „ის მიხვდა, რომ თუ მხოლოდ იმაზე დაიწყებდა ფიქრს, რა დაკარგა, ეს სიხარულს წაართმევდა. ამიტომ დადებითზე კონცენტრირდა. მან დაიწყო ფიქრი, რამდენი რამ ჰქონდა – იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, წმინდა სული, რომელსაც ღმერთი აძლევდა, მოსიყვარულე ოჯახი, ახლო მეგობრები და მსოფლიო საძმო. ეს დაეხმარა, თავი მდიდარ ადამიანად ეგრძნო“.
ნატალია აგრეთვე გვიზიარებს, თუ როგორ იმოქმედა ოლეგის მაგალითმა მათ ვაჟებზე: „იმის დანახვამ, თუ როგორ გაუძლო სირთულეებს ოლეგმა და როგორ ედგა იეჰოვა ჩვენს ოჯახს გვერდში, მათ იეჰოვასადმი ნდობა და საძმოსადმი სიყვარული ერთიორად გაუძლიერა. ბიჭებმა მიზნად დაისახეს, ღვთის მსახურება ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენონ.“
გვახარებს, რომ ოლეგი ოჯახს დაუბრუნდა. მისი მაგალითი შეგვახსენებს, რომ განსაცდელების მიუხედავად, შესაძლებელია სიხარულის შენარჩუნება, რადგან ჩვენზე „ღვთის სულია . . . დავანებული“ (1 პეტრე 4:14).