2021 წლის 26 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა სერგეი ვერხოტუროვი სიმტკიცეს ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება
სავარაუდო სასჯელი
2021 წლის 1-ლ მარტს a ნიჟნი-ნოვგოროდში მდებარე პრიოკსკის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს ძმა სერგეი ვერხოტუროვის საქმეზე. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ზოგადი ინფორმაცია
სერგეი ვერხოტუროვი
დაიბადა: 1974 წელს ქალაქ ბაიკალსკში (ირკუტსკის ოლქი).
ბიოგრაფია: ათი წელი ელექტრიკოსად მუშაობდა. ბოლო პერიოდში მუშაობდა ერთ-ერთ ინდუსტრიულ კომპანიაში იურიდიულ მრჩევლად.
ბიბლიით ახალგაზრდობაში დაინტერესდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთი თანამშრომლის კარგმა ქცევამ, რომელიც ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან. შედეგად მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მოიხიბლა იმით, რომ ბიბლია მარტივი ენით იყო დაწერილი და ლოგიკურ პასუხებს სცემდა მნიშვნელოვან კითხვებს. მოინათლა 1995 წელს. 2001 წელს დაქორწინდა ვიქტორიაზე.
სასამართლო საქმე
2019 წლის 16 და 17 ივლისს რუსეთის სამართალდამცავებმა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში იეჰოვას მოწმეების 35 ბინა გაჩხრიკეს, მათ შორის ვერხატუროვების ბინაც. სერგეი იხსენებს, რა მოხდა, როცა სამართალდამცავებმა მისი ბინის ჩხრეკა დაიწყეს: „ცოტა ავღელდი, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე“. შემდეგ ოფიცრებმა ვიქტორია შეაშინეს და დაემუქრნენ, რომ თუ კონფიდენციალურ ინფორმაციას არ გაამჟღავნებდა, ციხეში ჩასვამდნენ. „ამის ატანა ძალიან რთული იყო ჩემთვის“,— ამბობს სერგეი. იეჰოვას დახმარებით, სერგეიმ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება. ვიქტორია b არ დაუპატიმრებიათ.
სერგეი აღნიშნავს: „ვისწავლე, რომ წინასწარ არაფრის მეშინოდეს, რადგან ხშირად მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. განსაცდელის დროს აცნობიერებ, რომ მისი ატანა არც ისე რთული ყოფილა, როგორც გეგონა. ამ დროს განსაკუთრებული სახით გრძნობ იეჰოვას დახმარებას“.
სიხარულის შესანარჩუნებლად სერგეის მთავარი ყურადღება იეჰოვასთვის მოსაწონ საქმეებზე და სხვების დახმარებაზე გადააქვს. ის ამბობს: „მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს — განვადიდო იეჰოვა. ამაზე ვლოცულობდი და კვლავაც ვილოცებ. ღმერთს იმასაც ვთხოვ, რომ ღირსეულად ავიტანო განსაცდელი, რათა არ შეურაცხვყო მისი სახელი და კარგად დავამოწმო სხვების წინაშე. იმ ადამიანებმა, რომლებთან ურთიერთობაც დევნის დროს მომიწია, ან ძალიან ცოტა იციან ღმერთზე ან საერთოდ არაფერი. მთელი გულით ვთხოვ იეჰოვას, რომ მათაც გაიცნონ ის“.
ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის, რომლებიც მძიმე განსაცდელებს ხვდებიან და ვიმეორებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „თავად მშვიდობის უფალი გაძლევდეთ მშვიდობას ყოველმხრივ და ყოველთვის! უფალი იყოს ყოველ თქვენგანთან!“ (2 თესალონიკელები 3:16).
a შესაძლოა შეიცვალოს.
b 2020 წლის მარტში სამართალდამცავებმა ცალკე საქმე აღძრეს ვიქტორიას წინააღმდეგ.