არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა სერგეი ლედენიოვი მეუღლესთან, ანასთან, ერთად

2020 წლის 20 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა სერგეი ლედენიოვს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება

ძმა სერგეი ლედენიოვს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება

სავარაუდო სასჯელი

2020 წლის 24 ნოემბერს a კამჩატკის ოლქის (რუსეთი) პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საქალაქო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს ძმა სერგეი ლედენიოვს. მას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ზოგადი ინფორმაცია

სერგეი ლედენიოვი

  • დაიბადა: 1974 წელს (ქალაქი ოსორა, კამჩატკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ჰყავს ხუთი დედმამიშვილი. უყვარს ხატვა და ფოტოგრაფია. მუშაობს მშენებლობაზე კალატოზად და ფილების დამგებად. სანამ ძმა სერგეი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, ბიბლია მეცნიერულად არაზუსტ და დრომოჭმულ წიგნად მიაჩნდა. 2017 წელს ცოლად შეირთო ანა, რომელიც ამბობს, რომ ბიბლიის შესწავლის შემდეგ მისი ქმარი უფრო მშვიდი, მზრუნველი და მოსიყვარულე გახდა.

სასამართლო საქმე

2018 წლის 2 დეკემბერს შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პოლიციელებმა ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში, ძმა სერგეის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. იგი დააკავეს და ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. საქმე 2019 წლის 28 ნოემბერს აღიძრა.

2019 წლის 12 დეკემბერს კამჩატკის ოლქის პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საქალაქო სასამართლომ საქმე პროკურორთან დააბრუნა. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა საქმის განსახილველად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 4 თებერვალს ზემდგომმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და საქმის განხილვა განაახლა. აღსანიშნავია ისიც, რომ განახლებული სასამართლო საქმის მოსმენისას ძმა სერგეი ლედენიოვის მეუღლესა და თანამორწმუნე დას აიძულებდნენ, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცათ, რაზეც მათ არაერთხელ განუცხადეს უარი.

ძმა სერგეის ნათესავებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, ვერ გაუგიათ, რატომ ავიწროებენ მათ ნათესავს რწმენის გამო.

ჩვენ გულმხურვალედ ვლოცულობთ ძმა სერგეისა და მის მეუღლეზე, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მტკიცედ გვწამს, რომ „ღვთის სული ... [მათზეა] დავანებული“ (1 პეტრე 4:14).

a შესაძლოა შეიცვალოს.