2020 წლის 24 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ხასან კოგუთს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება, რის გამოც მას მეუღლესთან და მოზარდ ვაჟთან მოუწევს განშორება
განაჩენის გამოტანის თარიღი
2020 წლის 31 აგვისტო; a ბერეზოვსკის საქალაქო სასამართლო (კემეროვოს ოლქი).
სავარაუდო სასჯელი
ორწლიანი პატიმრობა
ზოგადი ინფორმაცია
ხასან კოგუთი
დაიბადა: 1983 წელს (უზბეკეთი, ქალაქი შაჰრისაბზი)
ბიოგრაფია: ბიბლიით პირველად დაინტერესდა 1990-იან წლებში. 2004 წელს საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. 2010 წელს დაქორწინდა ეკატერინაზე. 2012 წელს შეეძინათ ვაჟი, ტიმოთე.
სასამართლო საქმე
2018 წლის ივლისში სამართლადამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში და მოახდინეს ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია. რამდენიმე თვის შემდეგ ძმა ხასანი მეუღლესთან ერთად დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში ჩამორთმეული ნივთების დასაბრუნებლად. 2019 წლის 6 თებერვალს ისინი გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ძმა ხასანი დააკავეს. სამართალდამცავებმა მას ბრალად წაუყენეს „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის რელიგიურ მსახურებას ასრულებდა.
ძმა ხასანი პოლიციის განყოფილებაში ორი დღე ჰყავდათ დაკავებული, რის შემდეგაც მას შინაპატიმრობა შეუფარდეს. შინაპატიმრობაში მან 200-ზე მეტი დღე დაჰყო; ძმა ხასანი 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გვჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ძმა ხასანი და მისი ოჯახი კვლავაც იეჰოვას მიანდობენ თავიანთ საწუხარს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი ზრუნავს მათზე (1 პეტრე 5:7).
a შესაძლოა შეიცვალოს