2021 წლის 30 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმები გენადი გერმანი და რომან გრიდასოვი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს
2021 წლის 29 ივლისს ძმები გენადი გერმანი და რომან გრიდასოვი, სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს. ეს ძმები სარატოვში მცხოვრებ იმ ხუთ ძმას შორის იყვნენ, რომლებსაც ორენბურგის ციხეში გადაყვანისას სასტიკად სცემეს. ძმა ფელიქს მახამადიევი 2021 წლის იანვარში გაათავისუფლეს, ალექსეი ბუდენჩუკი კი — 2021 წლის ივლისში. ძმა ალექსეი მირეცკი კვლავ ციხეში რჩება. მისი გათავისუფლება 2021 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.