არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ძმები სერგეი ბრიტვინი და ვადიმ ლევჩუკი სასამართლო დარბაზის გისოსებს მიღმა

2020 წლის 20 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმებს სერგეი ბრიტვინს და ვადიმ ლევჩუკს ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა ემუქრებათ რუსეთში

ძმებს სერგეი ბრიტვინს და ვადიმ ლევჩუკს ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა ემუქრებათ რუსეთში

განაჩენის გამოტანის თარიღი

სავარაუდო სასჯელი

ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა

ზოგადი ინფორმაცია

სერგეი ბრიტვინი

  • დაბადების თარიღი: 1965 წლის 18 აგვისტო (კემეროვოს ოლქი)

  • ბიოგრაფია: ათეულობით წელი მუშაობდა ამწის ოპერატორად და სატვირთო მანქანის მძღოლად. ჯანმრთელობის გაუარესების გამო დროზე ადრე გავიდა პენსიაზე. უყვარს სპორტი.

  • 1992 წელს დაქორწინდა ნატალიაზე. 1995 წელს დაიწყო ბიბლიის შესწავლა მას შემდეგ, რაც გაიგო მკვდრეთით აღდგომის შესახებ ღვთის დანაპირები. რამდენიმე წლის შემდეგ ნატალიასაც გაუჩნდა ბიბლიის შესწავლის სურვილი, რადგან მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სერგეის რწმენამ; ის ხედავდა, თუ როგორ იცვლებოდა მისი ქმარი უკეთესობისკენ.

ვადიმ ლევჩუკი

  • დაბადების თარიღი: 1972 წლის 6 თებერვალი (კემეროვოს ოლქი)

  • ბიოგრაფია: აღიზარდა არარელიგიურ ოჯახში. 14 წელი მეშახტედ მუშაობდა.

  • 1992 წელს დაიწყო ბიბლიის შესწავლა. 1997 წელს დაქორწინდა ტატიანაზე. ჰყავს ორი ვაჟი. მთელი ოჯახი ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობს. მათი ჰობია სპორტი და აქტიური გართობის სახეობები.

სასამართლო საქმე

2018 წლის 22 ივლისს ქალაქ ბერეზოვსკში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რეიდები მოაწყვეს ჩვენი და-ძმების რვა სახლში. დააკავეს და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს ძმები სერგეი ბრიტვინი და ვადიმ ლევჩუკი. ამის შემდეგ კემეროვოს ცენტრალური საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე ძმა მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მათ თითქმის წელიწად-ნახევარი დაჰყვეს. 2019 წლის 25 დეკემბერს ძმები იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ისინი დღემდე შინაპატიმრობაში რჩებიან.

კემეროვოს ოლქში სერგეი ბრიტვინისა და ვადიმ ლევჩუკის გარდა კიდევ სამი ძმის წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე რწმენის გამო. გამუდმებით ვფიქრობთ და ვლოცულობთ რუსეთში დაპატიმრებულ ყველა ჩვენს და-ძმაზე. ამისკენ მოგვიწოდებს ებრაელების 13:3: „გახსოვდეთ საპყრობილეში მყოფნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად იყოთ შეპყრობილნი, და ისინი, ვისაც სასტიკად ეპყრობიან, რადგან თქვენც ისევ ხორციელ სხეულში იმყოფებით“.

a შესაძლოა შეიცვალოს