2020 ᲬᲚᲘᲡ 17 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 2023 ᲬᲚᲘᲡ 1 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამი იეჰოვას მოწმის საჩივარი
2023 წლის 31 იანვარს კამჩატკის სამხარეო სასამართლომ კონსტანტინეს, სნეჟანას და ვერას ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 15 დეკემბერს რუსეთის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გააუქმა კონსტანტინე და სნეჟანა ბაჟენოვებისა და ვერა ზოლოტოვას საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, რის შემდეგაც საქმე წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა. მოსმენას ესწრებოდა მინიმუმ ექვსი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იეჰოვას მოწმეთა მხარდაჭერის ნიშნად.
2022 წლის 10 ივნისს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეცხრე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა გამამართლებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე. პროკურორმა გადაწყვეტილება უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრა.
2022 წლის 18 იანვარს კამჩატკის სამხარეო სასამართლომ დააკმაყოფილა ვერა ზოლოტოვასა და კონსტანტინე და სნეჟანა ბაჟენოვების მეორე საჩივარი. მათ ყველანაირი ბრალდება მოუხსნეს. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. სამივე იეჰოვას მოწმეს ახლა შეუძლია, კომპენსაცია მოითხოვოს უკანონო სამართლებრივი დევნის გამო. ამჟამად უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პროკურორი მიღებულ გადაწყვეტილებას.
2020 წლის 17 ნოემბერს კამჩატკის სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვერას, კონსტანტინესა და სნეჟანას საჩივარი. ახლა უკვე ძალაში შევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი ორწლიანი პირობითი სასჯელი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. სამივე მათგანი ინარჩუნებს სიმტკიცესა და სიხარულს.
2020 წლის 25 სექტემბერს, სასამართლო განხილვის ბოლოს, ძმა კონსტანტინემ გაბედულად განუცხადა მოსამართლეს, რომ სასჯელის მოხდის არ ეშინოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ დიდ პატივად თვლიდა, მასზეც რომ შესრულდა იოანეს 15:20-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „თქვენც გაგდევნიან“.
ძმა კონსტანტინემ ისიც აღნიშნა, რომ, მათეს 28:19, 20-ის თანახმად, იესომ თავის მიმდევრებს ქადაგება დაავალა, შემდეგ კი პირდაპირ დასვა კითხვა: ,,ვის აქვს უფლება, გააუქმოს ან აკრძალოს ის, რაც იესომ დაგვავალა? პირადად მე ვერ დავდუმდები. კვლავაც გავაგრძელებ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებას“.