1 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 25 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ალექსეი ხაბაროვს ლოცვა და ბიბლიის კითხვა გაბედულებას მატებს
2023 წლის 20 ოქტომბერს პორხოვის რაიონულმა სასამართლომ (ფსკოვის ოლქი) დამნაშავედ ცნო ალექსეი ხაბაროვი და ორწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მართალია, სასამართლომ წინა ჯერზე გაამართლა ალექსეი, მაგრამ პროკურორმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება. ეს იყო მესამე შემთხვევა, როცა ალექსეი სასამართლოს წინაშე წარდგა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
2022 წლის 27 ივნისს პორხოვის რაიონულმა სასამართლომ (ფსკოვის ოლქი) ალექსეი ხაბაროვი უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა.
დროის დიაგრამა
2021 წლის 26 ნოემბერს ფსკოვის საოლქო სასამართლომ განიხილა ალექსეის საჩივარი და საქმე წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა. ამ საქმეზე ამჟამად სხვა მოსამართლე დაინიშნა. ალექსეისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2021 წლის 7 სექტემბერი
პორხოვის რაიონულმა სასამართლომ (ფსკოვის ოლქი) ალექსეი დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
2020 წლის 29 ოქტომბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა ალექსეის საქმეზე.
2020 წლის 28 აგვისტო
ალექსეის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი „რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობის გამო, . . [რომლის დროსაც დამსწრეები] საუბრობდნენ საკუთარი რწმენის შესახებ, კითხულობდნენ ბიბლიას, არჩევდნენ ბიბლიურ საკითხებს და მღეროდნენ რელიგიურ სიმღერებს“.
2020 წლის 7 თებერვალი
ალექსეი მეორედ დაკითხეს. დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მისი ტელეფონი 2018 წელს ისმინებოდა.
2020 წლის 31 იანვარი
ალექსეის სისხლის სამართლის დანაშაულში დასდეს ბრალი და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2019 წლის 24 მაისი
ალექსეიმ წერილობითი თხოვნით მიმართა ფსკოვის ოლქის სახალხო დამცველს და აუხსნა, რომ ის ბოროტმოქმედი კი არა, პატიოსანი მოქალაქე და მორწმუნე ადამიანი იყო. საპასუხო წერილში ომბუდსმენმა დაადასტურა, რომ ალექსეის ჰქონდა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.
2019 წლის 3 აპრილი
ალექსეის სახლი გაჩხრიკეს, ჩამოართვეს ზოგიერთი პირადი ნივთი და დაკითხეს.
ზოგადი ინფორმაცია
ბოლომდე ვეთანხმებით ალექსეის, რომ იეჰოვა ყოველთვის დაეხმარება თავის ერთგულებს, გამბედაობა მოიკრიბონ და გული გაიმაგრონ (ფსალმუნი 27:14).