20 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 14 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „არ არსებობს გადაულახავი პრობლემა“
2023 წლის 11 ივლისს კუზნეცკის რაიონულმა სასამართლომ (ნოვოკუზნეცკი) დამნაშავედ ცნო ლუბოვ სერებრიაკოვა და 4 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ლუბოვი შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს ყველას, რადგან ბოლომდე ენდობა იეჰოვას და სჯერა, რომ „ის იმოქმედებს“ მის დასახმარებლად (ფსალმუნი 37:5).
დროის დიაგრამა
2019 წლის ნოემბერი — 2020 წელი
ნოვოკუზნეცკში სამართალდამცავებმა დაიწყეს რამდენიმე იეჰოვას მოწმის თვალთვალი აუდიო და ვიდეოჩამწერი მოწყობილობების, აგრეთვე, სატელეფონო საუბრების მოსასმენი მოწყობილობის მეშვეობით.
2022 წლის 8 ივლისი
იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე დასწრებისა და სხვებთან ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობის საფუძველზე ლუბოვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 26 ივლისი
ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა. დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 21 სექტემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
a სტატიის გამოცემამდე და ლუბოვის ფოტო ვერ მოვიპოვეთ.