არჩეულ მასალაზე გადასვლა

დანილ სუვოროვი

16 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 20 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ბედნიერნი სირთულეების მიუხედავად

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ბედნიერნი სირთულეების მიუხედავად

2023 წლის 20 ივნისს სოჭის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანილ სუვოროვი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის 2021 წლის 18 აგვისტოდან პატიმრობაში იმყოფება.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ, თუ სულიერი საქმეებით დავკავდებით და ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ იეჰოვასთან, სირთულეების დროსაც კი ბედნიერები ვიქნებით (ფსალმუნი 16:11).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 13 აგვისტო

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელიც დაინტერესებულად ასაღებდა თავს.

  2. 2021 წლის 18 აგვისტო

    გაჩხრიკეს დანილის სახლი, რის შემდეგაც ის დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 19 აგვისტო

    ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2022 წლის 29 აპრილი

    მას ბრალად დასდეს აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა და სხვების გაწევრიანების მცდელობა.

  5. 2022 წლის 10 ივნისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

a b ინტერვიუ აღებულია დანილის დედისგან, გულნარა სუვოროვასგან, რადგან ამ სტატიის მომზადების დროს ის უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა.