24 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 21 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „გადაწყვეტილი გვაქვს, აქტიურად ვიყოთ ჩართული სულიერ საქმეებში“
2023 წლის 18 აგვისტოს ალტაის სამხარეო სასამართლომ პაველ კაზადაევისთვის შეფარდებული პირობითი სასჯელი გააუქმა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
2023 წლის 29 მაისს ბარნაულის ინდუსტრიულმა რაიონულმა სასამართლომ (ალტაის მხარე) დამნაშავედ ცნო პაველ კაზადაევი და სამი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, რომ იეჰოვას ხალხი რთულ პერიოდშიც სიხარულს ინარჩუნებს (მათე 5:11).
დროის დიაგრამა
2021 წლის 11 მაისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 27 მაისი
პოლიციამ მოაწყო რეიდი, რომელსაც მეტსახელად „არმაგედონი“ შეარქვეს. მათ გაჩხრიკეს პაველის ბინა ნოვოკუზნეცკში და მისი ნათესავების სახლი, რომელიც სხვა რეგიონში მდებარეობს. პაველი და მისი ცოლი დასაკითხად წაიყვანეს ქალაქ ბარნაულში, რომელიც მათი სახლიდან 350 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და ერთი ღამით განყოფილებაში დატოვეს.
2021 წლის 28 მაისი
ის განყოფილებიდან გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 12 აგვისტო
დაიწყო სასამართლო მოსმენა.