არჩეულ მასალაზე გადასვლა

დენის და ნატალია მერკულოვები

27 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 27 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „განსაცდელებს იეჰოვას ძლევამოსილება გვატანინებს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „განსაცდელებს იეჰოვას ძლევამოსილება გვატანინებს“

2023 წლის 23 მარტს აპატიტის საქალაქო სასამართლომ (მურმანსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო დენის მერკულოვი და 500 000 რუბლის (6 485$) ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ზოგადი ინფორმაცია

გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და მასზე მინდობა, განგვამტკიცებს და გაგვაძლიერებს (1 პეტრე 5:10).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 21 ივლისი

    აპატიტში და მის შემოგარენში სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა 14 სახლი. ფე-ეს-ბეს ოფიცრები დენისის ბინაშიც შეიჭრნენ და ის და მისი ცოლი განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად. ისინი მეორე დღეს, დილის ოთხ საათზე გაათავისუფლეს.

  2. 2021 წლის 22 ივლისი

    ოფიცრების მოთხოვნისამებრ დენისი კვლავ განყოფილებაში დააბრუნეს.

  3. 2021 წლის 23 ივლისი

    დენისი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  4. 2021 წლის 17 სექტემბერი

    დენისი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  5. 2022 წლის 15 ივლისი

    მას ბრალად დასდეს აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება, რაშიც შედიოდა „სიმღერების მღერა და იეჰოვა ღმერთისთვის ლოცვით მიმართვა“.

  6. 2022 წლის 20 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.