არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ნადეჟდა კორობოჩკო, იგორ კლეტკინი და ნიკოლაი კონონენკო

1 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 30 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „დანებებას არ ვაპირებ“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „დანებებას არ ვაპირებ“

2024 წლის 30 ივლისს ამურის ნიკოლაევსკის საქალაქო სასამართლომ (ხაბაროვსკის მხარე) დამნაშავედ ცნო იგორ კლეტკინი, ნიკოლაი კონონენკო და ნადეჟდა კორობოჩკო. იგორს და ნიკოლაის ექვსწლიანი, ნადეჟდას კი ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

მადლიერნი ვართ იეჰოვასი, ასეთი სიყვარულით რომ ზრუნავს მათზე, ვინც ენდობა მას და იზიარებს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „შენა ხარ ჩემი ღმერთი!“ (ფსალმუნი 31:14).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 11 ოქტომბერი

    გაჩხრიკეს იგორის და ნადეჟდას სახლები. იგორი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  2. 2021 წლის 12 ოქტომბერი

    ნადეჟდა დაკითხეს.

  3. 2021 წლის 13 ოქტომბერი

    იგორი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

  4. 2021 წლის 14 ოქტომბერი

    იგორს და ნადეჟდას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 2022 წლის 27 სექტემბერი

    ნიკოლაის დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  6. 2023 წლის 16 იანვარი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.