არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ვასილი ბურენესკუ, ვიქტორ ფეფილოვი, იგორ კობოტოვი და იგორ პეტროვი; ქვემოთ: ლეონიდ რისიკოვი, იგორ ტრიფონოვი, პაველ რომაშოვი და ვიოლა შეპელი.

26 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | და-ძმები განსაცდელების დროსაც არ კარგავენ სიხარულსა და მხნეობას

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | და-ძმები განსაცდელების დროსაც არ კარგავენ სიხარულსა და მხნეობას

2023 წლის 5 დეკემბერს სურგუტის საქალაქო სასამართლომ (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი) დამნაშავედ ცნო 17 ძმა და ერთი და. ბრალდებულებს შორის არიან ვასილი ბურენესკუ, ვიქტორ ფეფილოვი, იგორ კობოტოვი, იგორ პეტროვი, ლეონიდ რისიკოვი, იგორ ტრიფონოვი, პაველ რომაშოვი და მისი მეუღლე, ვიოლა შეპელი. a 17-ვე ძმას პირობითი სასჯელი შეეფარდა. სასჯელის მინიმალური ვადა 6 წლითა და 3 თვით განისაზღვრა, მაქსიმალური კი — 7 წლით. ვიოლა შეპელს შეეფარდა პირობითი სასჯელი 3 წლითა და 3 თვის ვადით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 15 თებერვალი

    პოლიციის თანამშრომლებმა სურგუტსა და მეზობელ ქალაქებში რამდენიმე იეჰოვას მოწმის ბინა გაჩხრიკეს. დაკითხვის დროს შვიდი ძმა წამების მსხვერპლი გახდა. სამი ძმა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მოსამართლემ ბრძანა, რომ ერთი ძმა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაეგზავნათ.

  2. 2019 წლის 3 ოქტომბერი

    ვიქტორ ფეფილოვი, იგორ კობოტოვი, ლეონიდ რისიკოვი, იგორ ტრიფონოვი, პაველ რომაშოვი და მისი მეუღლე, ვიოლა ექსტრემისტთა სიას დაამატეს.

  3. 2019 წლის 10 ოქტომბერი

    ვასილი ბურენესკუ ექსტრემისტთა სიას დაამატეს.

  4. 2020 წლის 23 ივლისი

    მეორედ გაჩხრიკეს იგორ პეტროვის სახლი და კიდევ ჩამოართვეს სხვა პირადი ნივთები.

  5. 2021 წლის 29 ოქტომბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, რომ რა გასაჭირს, დევნას თუ საფრთხესაც არ უნდა შეხვდნენ ჩვენი და-ძმები, იეჰოვას დახმარებით სრულად გაიმარჯვებენ (რომაელები 8:35, 37).

a b ქორწინების შემდეგ ქალიშვილობის გვარზე დარჩა.