1 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 7 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | დიმიტრი ბარმაკინი სიხარულს არ კარგავს
2024 წლის 6 თებერვალს პრიმორიის სამხარეო სასამართლომ (ვლადივოსტოკი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა დიმიტრი ბარმაკინის საქმეზე და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
2023 წლის 8 აგვისტოს პრიმორიის სამხარეო სასამართლომ დააკმაყოფილა დიმიტრი ბარმაკინის მოთხოვნა და გაუუქმა ნასამართლეობა. ის მაშინვე გაათავისუფლეს საპატიმროდან. მისი საქმე განსახილველად კვლავ პროკურატურას დაუბრუნდა, რის გამოც მას მესამედ მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა.
2023 წლის 27 აპრილს პერვორეჩენსკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო დიმიტრი ბარმაკინი და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
2022 წლის 8 აპრილს პრიმორიეს სამხარეო სასამართლომ გააუქმა დიმიტრისთვის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და საქმე წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად.
დროის დიაგრამა
2021 წლის 22 ნოემბერს პერვორეჩენსკის რაიონულმა სასამართლომ (ვლადივოსტოკი, პრიმორიეს მხარე) უდანაშაულოდ ცნო დიმიტრი და ყველა ბრალდება მოუხსნა. ეს არის პირველი შემთხვევა რუსეთში, როცა „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში“ (რუსეთის სსკ-ის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი აბზაცი) ბრალდებული იეჰოვას მოწმე უდანაშაულოდ ცნეს. სასამართლო მას ყველა დაწესებულ შეზღუდვასაც მოუხსნის. თუ პროკურატურა არ გაასაჩივრებს მიღებულ გადაწყვეტილებას, ის 2021 წლის 3 დეკემბერს შევა ძალაში.
2021 წლის 20 აპრილი
განახლდა სასამართლო მოსმენები.
2020 წლის 18 დეკემბერი
არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმე პროკურატურას დაუბრუნდა. თუმცა დიმიტრისთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში დარჩა.
2019 წლის 18 ოქტომბერი
447-დღიანი პატიმრობის შემდეგ დიმიტრი გაათავისუფლეს, თუმცა მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დიმიტრის ათჯერ გაუხანგრძლივა.
2018 წლის 28 ივლისი
ელენა და დიმიტრი ელენას 90 წლის ბებიის სახლში იმყოფებოდნენ, როცა ძალოვნები დილის 7 საათზე სახლში შეიჭრნენ. ისინი თავიანთ ქალაქში, ვლადივოსტოკში, დააბრუნეს, რომელიც 177 კმ-ით არის დაშორებული ელენას ბებიის სახლიდან. დიმიტრი მაშინვე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2018 წლის 27 ივლისი
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დიმიტრი ბარმაკინის წინააღმდეგ.
2017 წლის ოქტომბერი
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, 30 წლის ქალბატონმა, დაინტერესებულად გაასაღა თავი და სხვადასხვა და-ძმასთან საუბრის ვიდეოჩანაწერი გააკეთა.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გვამხნევებს დიმიტრის და ელენას მაგალითი. მართალია, სამართლებრივი დევნის გამო მათ შეიძლება კვლავ მოუწიოთ განშორება, მაგრამ ისინი სიხარულს არ კარგავენ, რადგან „იეჰოვასგან მომდინარე სიხარული [მათი] ძალაა“ (ნეემია 8:10).