21 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 24 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ელენა მენჩიკოვას ლოცვა და ბიბლიურ მაგალითებზე ფიქრი აძლიერებს
2024 წლის 23 იანვარს ჩერკესკის საქალაქო სასამართლომ (ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ელენა მენჩიკოვა და ოთხწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 5 დეკემბერს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეხუთე საკასაციო სასამართლომ გააუქმა ელენა მენჩიკოვას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა.
დროის დიაგრამა
2021 წლის 15 დეკემბერი
ჩერკესკის საქალაქო სასამართლომ (ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ელენა და ხუთწლიანი ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
2021 წლის 9 ივნისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2021 წლის 9 მარტი
გამომძიებელმა მეორედ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ელენას წინააღმდეგ. ამჟამად მას ექსტრემისტულ ორგანიზაციაში სხვების გასაერთიანებლად „კრიმინალური გეგმის შემუშავება“ დასდეს ბრალად.
2021 წლის 10 თებერვალი
ელენამ თავისი ქმედებები ბიბლიის საფუძველზე ახსნა და საქმის დახურვა ითხოვა. თუმცა გამომძიებელმა ამაზე უარი უთხრა, რადგან, მისი თქმით, ელენას ბრალეულობის აშკარა მტკიცებულება სწორედ ისაა, რომ მას ბიბლიიდან მოჰყავს ციტატები.
2020 წლის 13 ნოემბერი
გამომძიებელმა საქმე აღძრა ელენას წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ იგი იეჰოვას მიმართავდა ლოცვით და მის განმადიდებელ სიმღერებს მღეროდა.
2020 წლის 12 ნოემბერი
სამართალდამცავებმა მეორედ მოაწყვეს ელენას სახლში ჩხრეკა.
2019 წლის 16 დეკემბერი
ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ჩერკესკში 12 იეჰოვას მოწმის სახლში მოაწყეს ჩხრეკა, მათ შორის ელენას სახლშიც.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგება და გააძლიერებს როგორც ელენას, ისე თავის სხვა ერთგულ მსახურებს, რომლებიც განსაცდელებს ხვდებიან (ფსალმუნი 119:49, 50).