14 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 30 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვაზე მინდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“
2024 წლის 25 იანვარს სამარსკის რაიონულმა სასამართლომ (სამარის ოლქი) დამნაშავედ ცნო არამ დანიელიანი, დენის კუზიანინი, სერგეი პოლოსენკო და ნიკოლაი ვასილიევი და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა თითოეულ მათგანს. ისინი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს და განამტკიცებს მათ, ვინც რწმენის გამო იდევნებიან (2 თესალონიკელები 2:16, 17).
დროის დიაგრამა
2021 წლის 14 დეკემბერი
საქმე აღიძრა დენისის, ნიკოლაისა და სერგეის წინააღმდეგ.
2021 წლის 15 დეკემბერი
ჩხრეკა ჩაატარეს დენისის, ნიკოლაისა და სერგეის სახლებში. ისინი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 16 დეკემბერი
სამივენი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 6 იანვარი
საქმე აღიძრა არამის წინააღმდეგ. ის აეროპორტში დააკავეს.
2022 წლის 7 იანვარი
არამი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 12—14 დეკემბერი
ოთხივე ძმა გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 16 ივნისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.