26 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 3 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვამ ხელი მაგრად ჩაგვჭიდა”
2023 წლის 28 სექტემბერს პროკოპიევსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო იური ჩერნიხი და 3 წლით იძულებითი შრომის ვალდებულება დააკისრა. a მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, იეჰოვა კვლავაც მისცემს მშვიდობას თავის ერთგულ მსახურებს, რომელთაც სურთ, ყურად იღონ მისი მცნებები (ესაია 48:18).
დროის დიაგრამა
2020 წლის 12 ივლისი
გაჩხრიკეს იურის სახლი, რის შემდეგაც ის და მისი მეუღლე დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 5 ნოემბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 10 ნოემბერი
იურის სახლი ხელმეორედ გაჩხრიკეს.
2022 წლის 26 აპრილი
იურის დაუწესდა გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 18 ივლისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
a იძულებითი შრომის ვალდებულება გულისხმობს ხელისუფლების მიერ დაკისრებული სამუშაოს შესრულებას და გამომუშავებული ხელფასის 5-20%-ის დაკავებას. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩათვლიან, რომ აღნიშნული პირი უარს აცხადებს თანამშრომლობაზე ან სამუშაოს შესრულებაზე, ის შეიძლება დააპატიმრონ.