7 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 3 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვასადმი ნდობა ძმებს განსაცდელების მოთმინებით ატანის ძალას აძლევს
2023 წლის 31 მარტს ბაბუშკინის რაიონულმა სასამართლომ (მოსკოვი) დამნაშავედ ცნო ივანე ჩაიკოვსკი, იური ჩერნიშევი, ვიტალი კომაროვი, სერგეი შატალოვი და ვარდან ზაკარიანი და ყველა მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ივანეს, იურის, ვიტალის და სერგეის ექვსი წლითა და სამი თვით შეუფარდეს პატიმრობა, ხოლო ვარდანს — ოთხი წლითა და სამი თვით. ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
დროის დიაგრამა
2020 წლის 24 ნოემბერი
რუსმა სამართალდამცავებმა დაახლოებით 20 იეჰოვას მოწმის სახლი გაჩხრიკეს მოსკოვში. ივანე, იური, ვიტალი და სერგეი განყოფილებაში გადაიყვანეს და იზოლირებულ საკანში მოათავსეს. იურისა და მისი ოჯახის დაკითხვისა და სახლის ჩხრეკის დროს გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. მოგვიანებით ეს კადრები სახელმწიფო ტელევიზიებმა გააშუქეს.
2020 წლის 26 ნოემბერი
სერგეი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ვარდანი, რომელმაც ჩხრეკის დროს დაზიანებები მიიღო, საავადმყოფოდან განყოფილებაში გადაიყვანეს და იზოლირებულ საკანში მოათავსეს.
2020 წლის 27 ნოემბერი
ივანე, იური და ვიტალი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2020 წლის 30 ნოემბერი
ვარდანი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მან პროკურატურაში საჩივარი შეიტანა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების გამო.
2022 წლის 16 თებერვალი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
გვამხნევებს იმის დანახვა, რომ იეჰოვა ასე ახლოსაა თავის მსახურებთან, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, თავადაც დაუახლოვდნენ მას (იაკობი 4:8).