25 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 4 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვასთან ურთიერთობა უდიდეს სიხარულს მგვრის“
გორიაჩეკლიუჩევსკოის საქალაქო სასამართლომ (კრასნოდარის მხარე) განაჩენი გამოუტანა პაველ სიდორენკოს და სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
პაველის მსგავსად ჩვენც გვახარებს იმის ცოდნა, რომ „სიცოცხლის გზით სიარულს“ სიხარული და ბედნიერება მოაქვს (ფსალმუნი 16:11).
დროის დიაგრამა
2022 წლის 26 იანვარი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 28 იანვარი
გაჩხრიკეს პაველის ბინა, რის შემდეგაც დაკითხვა მოუწყვეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2023 წლის 22 მარტი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.