არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: ნიკოლაი მარტინოვი, სერგეი კოსტიევი, იაროსლავ კალინი და მიხაილ მოიში;

ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: იგორ პოპოვი, დენის სარაჟაკოვი, ალექსეი სოლნეჩნი, ანდრეი ტოლმაჩევი და სერგეი ვასილიევი.

27 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას მოწმეები დადებით განწყობას ინარჩუნებენ პატიმრობის მიუხედავად

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას მოწმეები დადებით განწყობას ინარჩუნებენ პატიმრობის მიუხედავად

2024 წლის 5 მარტს ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ (ირკუტსკის ოლქი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ნიკოლაი მარტინოვის, სერგეი კოსტიევის, იაროსლავ კალინის, მიხაილ მოიშის, იგორ პოპოვის, დენის სარაჟაკოვის, ალექსეი სოლნეჩნის, ანდრეი ტოლმაჩევის და სერგეი ვასილიევის საქმეზე. ნიკოლაის, სერგეი კოსტიევს, იაროსლავს, მიხაილს, ალექსეის და ანდრეის შეეფარდათ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, იგორსა და დენისს – ექვსი წლითა და ოთხი თვით, სერგეი ვასილიევს კი – 3 წლით. სერგეი ვასილიევი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს. დანარჩენი ძმები უკვე იმყოფებოდნენ პატიმრობაში.

ზოგადი ინფორმაცია

ეს ძვირფასი ძმები მოთმინებით იტანენ ყოველგვარ განსაცდელს. მართალია, ისინი დროებით ჩამოაშორეს თავიანთ ოჯახებს, მაგრამ გვჯერა, რომ მათ ვერაფერი ჩამოაშორებს ღვთის სიყვარულს (რომაელები 8:35—39).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 4 ოქტომბერი

    ირკუტსკის ოლქში გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა სახლები. საქმე აღიძრა ნიკოლაის, იაროლავის, მიხაილის, ალექსეის, ანდრეის, სერგეი კოსტიევისა და სერგეი ვასილიევის წინააღმდეგ. შვიდივე ძმა დააკავეს.

  2. 2021 წლის 5 ოქტომბერი

    იაროსლავი, მიხაილი და ალექსეი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  3. 2021 წლის 6 ოქტომბერი

    სერგეი კოსტიევი, ნიკოლაი და ანდრეი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. სერგეი ვასილიევი გადაიყვანეს შინაპატიმრობაში.

  4. 2021 წლის 30 ნოემბერი

    ირკუტსკის ოლქში სხვა სახლებიც გაჩხრიკეს. დენისი და იგორი დააკავეს და სახლიდან დაახლოებით 1 500 კმ-ის მოშორებით, ირკუტსკში გადაიყვანეს.

  5. 2021 წლის 1 დეკემბერი

    იგორი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  6. 2021 წლის 2 დეკემბერი

    დენისი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  7. 2022 წლის 29 დეკემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

a b c d e f რადგან ნიკოლაი, იაროსლავი, მიხაილი, იგორი, დენისი და ალექსეი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, ვერ მოხერხდა მათგან ინტერვიუს აღება.