არჩეულ მასალაზე გადასვლა

ოლეგ და აგნესა პოსტნიკოვები

23 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 29 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას წყალობით პოსტნიკოვების ოჯახი თავს მშვიდად გრძნობს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას წყალობით პოსტნიკოვების ოჯახი თავს მშვიდად გრძნობს

2023 წლის 23 აგვისტოს ბირობიჯანსკის რაიონულმა სასამართლომ (ებრაელთა ავტონომიური ოლქი) დამნაშავედ ცნო ოლეგ და აგნესა პოსტნიაკოვები და ორივეს პირობითი სასჯელი შეუფარდა, ოლეგს — ხუთწელიწად-ნახევრის ვადით, ხოლო აგნესას — ოთხწელიწად-ნახევრის ვადით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 11 ოქტომბერს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ გააუქმა ოლეგ და აგნესა პოსტნიაკოვების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და საქმე წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად.

2022 წლის 25 აპრილს ბირობიჯანსკის რაიონულმა სასამართლომ (ებრაელთა ავტონომიური ოლქი) დამნაშავედ ცნო ოლეგი და აგნესა. სასამართლომ ოლეგს ხუთწელიწად-ნახევრით შეუფარდა პირობითი სასჯელი, ხოლო აგნესას — ხუთი წლით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 12 თებერვალი

    ფე-ეს-ბემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აგნესას წინააღმდეგ. პოსტნიკოვებს ბრალად ედებათ „კრიმინალური“ ჯგუფის ჩამოყალიბება და „ექსტრემისტული“ იდეოლოგიის გავრცელება. ოლეგს და აგნესას აკრძალული აქვთ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება, დაბლოკილია მათი საბანკო ანგარიშებიც, მათი სახელები კი ტერორისტების სიაშია შეტანილი.

  2. 2020 წლის 12 თებერვალი

    ფე-ეს-ბემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოლეგის წინააღმდეგ.

ზოგადი ინფორმაცია

ამ წყვილის მაგალითი იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ იეჰოვა ამზადებს თავის ხალხს, თავსდატეხილი განსაცდელების დროს მისადმი ერთგულება შეინარჩუნონ. მოდი კვლავაც მივენდოთ იეჰოვას, ჩვენს „მოსიყვარულე და ერთგულ“ ღმერთს! (ფსალმუნი 115:1).