არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვალერი ვიაზნიკოვი

11 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 9 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვა არასოდეს მიმატოვებს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვა არასოდეს მიმატოვებს“

2023 წლის 7 ნოემბერს პოჟარსკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიის მხარე) დამნაშავედ ცნო ვალერი ვიაზნიკოვი და ორწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ, თუ ვალერის მსგავსად ღვთის სიტყვის ძალაზე ვიქნებით დაიმედებული, ყველა განსაცდელს გავუმკლავდებით (ებრაელები 4:12).

დროის დიაგრამა

  1. 2018

    ლუჩეგორსკში სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების ფარული თვალთვალი დაიწყეს. აგენტი, რომელიც დაინტერესებულად ასაღებდა თავს, საუბრის ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა.

  2. 2021 წლის 16 ივლისი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვალერის წინააღმდეგ. მას ბრალად დასდეს აკრძალული ორგანიზაციის საქმიანობაში სხვების ჩართვა.

  3. 2022 წლის 5 დეკემბერი

    ვალერის დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  4. 2023 წლის 9 თებერვალი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.