არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ევგენი ფედინი, არტურ სევერინჩიკი და ტიმოფეი ჟუკოვი

26 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვა აძლიერებს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჩვენს ძმებს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვა აძლიერებს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჩვენს ძმებს

2023 წლის 5 დეკემბერს სურგუტის საქალაქო სასამართლომ (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი) დამნაშავედ ცნო 17 ძმა და ერთი და. ამ ძმებს შორის არიან ევგენი ფედინი, არტურ სევერინჩიკი და ტიმოფეი ჟუკოვი. 17-ვე ძმას პირობითი სასჯელი შეეფარდა. სასჯელის მინიმალური ვადა 6 წლითა და 3 თვით განისაზღვრა, მაქსიმალური კი — 7 წლით. ერთ დას კი პირობითი სასჯელი შეეფარდა 3 წლითა და 3 თვის ვადით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 15 თებერვალი

    სურგუტსა და მეზობელ ქალაქებში სამართალდამცავებმა არაერთი იეჰოვას მოწმის ბინა გაჩხრიკეს. დაკითხვის დროს 7 ძმა წამების მსხვერპლი გახდა. 3 ძმა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ ევგენი ფედინი და არტურ სევერინჩიკი.

  2. 2019 წლის 7 მარტი

    სააპელაციო სასამართლომ 21 დღის შემდეგ არტური გაათავისუფლა.

  3. 2019 წლის 11 აპრილი

    დაახლოებით ორი თვის შემდეგ ევგენი გაათავისუფლეს. სასამართლომ მას გადაადგილებაზე და საკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამოყენებაზე შეზღუდვა დაუწესა.

  4. 2020 წლის 16 იანვარი

    მოსამართლის ბრძანებულებით, ტიმოფეი ჟუკოვი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. გამოძიების თანახმად, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ტიმოფეიმ დაკითხვის დროს უარი თქვა პასუხების გაცემაზე, რისი უფლებაც მას რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 51-ე მუხლის თანახმად აქვს. ტიმოფეიმ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.

  5. 2020 წლის 5 თებერვალი

    სასამართლო დარბაზის დატოვებამდე ტიმოფეი დააპატიმრეს. სასამართლოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა განაჩენი გამოტანილი, როცა ოფიცრებმა ის 1 200 კილომეტრის მოშორებით ეკატერინბურგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას იქ 14 დღე მოუწია დარჩენა.

  6. 2020 წლის 5 მარტი

    სააპელაციო სასამართლომ ტიმოფეის დაპატიმრება არაკანონიერად ცნო.

  7. 2021 წლის 19 ოქტომბერი

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტიმოფეის უკანონო დაპატიმრების გამო კომპენსაციის სახით ზიანი უნდა აუნაზღაურონ.

  8. 2021 წლის 12 ნოემბერი

    წინასწარი მოსმენის დროს დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომ სამართალდამცავების მხრიდან არაკანონიერ და არაეთიკურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის წამებას, სამხილების გაყალბებას და მიკერძოებულ ექსპერტიზას. დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ სასამართლოს საქმე პროკურატურისთვის დაებრუნებინა.

  9. 2021 წლის 15 ნოემბერი

    სასამართლომ აღიარა, რომ გამოძიების დროს კანონდარღვევებს ჰქონდა ადგილი, თუმცა უარი თქვა საქმის პროკურატურისთვის დაბრუნებაზე.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს ევგენის, არტურს, ტიმოფეის და ყველა ჩვენს და-ძმას, რომლებიც უხილავს აპყრობენ მზერას და ყველანაირ გასაჭირს მოთმინებით იტანენ (2 კორინთელები 4:17, 18).