26 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 20 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვა მუდამ ჩემ გვერდით არის“
2023 წლის 19 დეკემბერს დიმიტროვსკის რაიონულმა სასამართლომ (კოსტრომა) დამნაშავედ ცნო ვალენტინა სამუსი და 6 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას, რომელზეც ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენო ღმერთო, მხოლოდ შენა ხარ კლდესავით მტკიცე“ (1 სამუელი 2:2).
დროის დიაგრამა
2022 წლის 17 თებერვალი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 15 მარტი
ჩხრეკა ჩატარდა ვალენტინას სახლში.
2022 წლის 15 დეკემბერი
მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი და გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს.
2023 წლის 24 მარტი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.