6 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 11 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებს“
2024 წლის 10 ივლისს ხოროლსკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო ბორის ანდრეიევი, ანატოლი ლი და ნატალია შარაპოვა. ბორისს ექვსი წლით, ანატოლის ექვსი წლითა და ექვსი თვით, ნატალიას კი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანამდე სამივე მათგანი უკვე იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ზოგადი ინფორმაცია
ანატოლის, ბორისის და ნატალიას შემთხვევები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ყოველთვის შეისმენს ჩვენს ლოცვებს რთულ დროში ყოფნისას და მოთმინებისთვის საჭირო ძალას მოგვცემს (ფსალმუნი 20:1).
დროის დიაგრამა
2022 წლის 28 ივლისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 6 ოქტომბერი
სოფელ იაროსლავსკში თორმეტი სახლი გაჩხრიკეს. ბორისი და ნატალია დროებითი მოთავსების იზოლატორი გადაიყვანეს.
2022 წლის 7 ოქტომბერი
ბორისი და ნატალია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 12 ოქტომბერი
ანატოლი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
2022 წლის 13 ოქტომბერი
ანატოლი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
2023 წლის 5 ოქტომბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.