არჩეულ მასალაზე გადასვლა

ოლგა ჟელავსკაია

17 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 17 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვა ჩემთანაა“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „იეჰოვა ჩემთანაა“

2023 წლის 17 აპრილს ჩელიაბინსკის მეტალურგიულმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ოლგა ჟელავსკაია და ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ რა სირთულესაც არ უნდა შევხვდეთ, „არ წავიფორხილებთ“, რადგან იეჰოვა მხარში გვიდგას (ფსალმუნი 16:8).

დროის დიაგრამა

  1. 2018 წლის 16 ივნისი

    სამართალდამცავებმა ოლგას სახლში ფარულად დაამონტაჟეს აუდიო და ვიდეომოწყობილობები.

  2. 2019 წლის 26 მარტი

    ვლადიმერ სუვოროვის საქმის გამოძიებისას გაჩხრიკეს ოლგას სახლიც.

  3. 2021 წლის 31 აგვისტო

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერა, კერძოდ საკუთარ სახლში შეხვედრების ჩატარება.

  4. 2021 წლის 22 ოქტომბერი

    ოლგას ინსულტი დაემართა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  5. 2022 წლის 28 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.