არჩეულ მასალაზე გადასვლა

ივანე შულიუკი

16 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 10 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ივანე შულიუკს მოთმინება ეხმარება, აიტანოს დევნა

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ივანე შულიუკს მოთმინება ეხმარება, აიტანოს დევნა

2023 წლის 10 მაისს ნაზაროვოს საქალაქო სასამართლომ (კრასნოიარსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ივანე შულიუკი და შვიდი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 18 ივნისი

    შეიარაღებულმა სამართალდამცავებმა შულიუკების ბინა გაჩხრიკეს, რის შემდეგაც ივანე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  2. 2020 წლის 19 ივნისი

    სასამართლომ ივანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის განკარგულება გასცა.

  3. 2020 წლის 9 ივლისი

    ივანე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და აუკრძალეს სახლის გარეთ უნებართვოდ სხვებთან ურთიერთობა, აგრეთვე ბინის დატოვება დილის 6 სთ-დან საღამოს 11 სთ-მდე. ამის გამო ის მუშაობასაც ვერ ახერხებდა.

  4. 2020 წლის 14 აგვისტო

    გამომძიებელმა მოითხოვა, რომ ივანესთვის დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაში დაეტოვებინათ, მაგრამ მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ივანეს კარგი რეპუტაცია და არ დააკმაყოფილა გამომძიებლის მოთხოვნა. მას თითქმის ყველა შეზღუდვა მოუხსნეს.

  5. 2020 წლის 17 აგვისტო

    ივანეს აუკრძალეს ქალაქის დატოვება.

  6. 2021 წლის 15 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

უზომოდ მადლიერი ვართ იეჰოვასი, რადგან მან იცის, „როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ერთგულები“ (2 პეტრე 2:9)