8 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 1 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იზოლატორში ყოფნისას ისინი იეჰოვას მზრუნველობას გრძნობენ
2024 წლის 26 ივნისს ნოვოჩერკასკის საქალაქო სასამართლომ (როსტოვის ოლქი) დამნაშავედ ცნო ლუბოვ გალიცინა, გარეგინ ხაჩატურიანი და გევორგ ერიციანი. ლუბოვს ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა მას უკვე გატარებული ჰქონდა დრო წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, რის გამოც სასჯელი მოხდილად ჩაუთვალეს. გარეგინს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, გევორგს კი – ექვსი წლითა და ორი თვით. ორივე მათგანი პატიმრობაში რჩება.
ზოგადი ინფორმაცია
მართალია, მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ზიანი მოგვაყენონ, მაგრამ გვჯერა, იეჰოვა კვლავაც აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს და ყველაფერს სასიკეთოდ შემოატრიალებს (დაბადება 50:20).
დროის დიაგრამა
2022 წლის 11 აგვისტო
საქმე აღიძრა ლუბოვის, გარეგინის და გევორგის წინააღმდეგ. გარეგინი და გევორგი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 12 აგვისტო
გარეგინი და გევორგი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
2022 წლის 16 აგვისტო
ლუბოვი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 17 აგვისტო
ლუბოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
2023 წლის 20 სექტემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2023 წლის 25 დეკემბერი
ლუბოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.