არჩეულ მასალაზე გადასვლა

კონსტანტინე სანიკოვი

8 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 16 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | კონსტანტინე სანიკოვი საპატიმროდანაც ზრუნავს ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | კონსტანტინე სანიკოვი საპატიმროდანაც ზრუნავს ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე

2023 წლის 15 თებერვალს სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ (ყაზანი) დამნაშავედ ცნო კონსტანტინე სანიკოვი და ექვსწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის 2020 წლის აგვისტოდან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 25 აგვისტო

    კონსტანტინეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზება იმის საფუძველზე, რომ მასთან ხალხი ბიბლიის განსახილველად იკრიბებოდა. ცნობილი გახდა, რომ მის სახლში გამომძიებლებს ფარულად დაუმონტაჟებიათ მოსასმენი აპარატურა.

  2. 2020 წლის 27 აგვისტო

    კონსტანტინე დააპატიმრეს და დაუყოვნებლივ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 26 მაისი

    სასამართლომ მის მეუღლეს აუკრძალა ქმრის მონახულება, რის შემდეგაც მისი არცერთი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.

  4. 2021 წლის 20 აგვისტო

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კონსტანტინე ზრუნავს თავის ოჯახზე, ისე იეჰოვა იზრუნებს თავისიანებზე (1 ტიმოთე 5:8).

a ინტერვიუ აღებულია კონსტანტინეს მეუღლისგან, ირინასგან, რადგან კონსტანტინე ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა.