8 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 22 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ლოცვა და ბიბლიის კითხვა მათ მოთმინების ძალას აძლევს
2024 წლის 17 იანვარს მაიკოპის საქალაქო სასამართლომ (ადიღეს რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ნიკოლაი საპაროვი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის პატიმრობაში 2022 წლის მარტიდან იმყოფება.
დროის დიაგრამა
2022 წლის 22 მარტი
მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 23 მარტი
ნიკოლაი აეროპორტში დააკავეს, სადაც მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება. იმავე დღეს ის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით მის სახლში ჩხრეკა მოაწყეს.
2022 წლის 24 მარტი
ნიკოლაი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 19 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
საპაროვების ოჯახის მაგალითი შეგვახსენებს, რომ იეჰოვა უსმენს თავის ერთგულ მსახურებს, როცა შველას სთხოვენ (ფსალმუნი 119:147).
a ინტერვიუ აღებულია ნიკოლაის მეუღლისგან, ნატალიასგან, რადგან ნიკოლაი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.