14 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 22 სექტემბერი, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ლოცვა ჩვენს სამ დას ძალას მატებს
2023 წლის 21 სექტემბერს ზეას რაიონულმა სასამართლომ (ამურის ოლქი) დამნაშავედ ცნო მარგარიტა მოისეიენკო, გალინა იაციკი და ელენა იაციკი. მარგარიტას სამი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, გალინას — ორი წლით, ელენას კი — ორწელიწადნახევრით. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ამ დების მაგალითები გვახსენებს, რომ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვეხმარება ისეთი თვისებების განვითარებაში, რომლებიც განსაცდელების გადასატანად გვჭირდება (1 იოანე 5:14).
დროის დიაგრამა
2019 წლის 21 მარტი
გაჩხრიკეს მარგარიტას სახლი.
2020 წლის 13 ოქტომბერი
გაჩხრიკეს ელენას და გალინას სახლები.
2021 წლის 22 ნოემბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 15 თებერვალი
სამივე დას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 24 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.