არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ვიაჩესლავ ბორონოსი, საველიი გარგალიკი, ევგენი კაირიაკი და არტიომ კიმი; ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: სერგეი ლოგინოვი, ალექსეი პლეხოვი და სერგეი ვოლოსნიკოვი.

26 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ლოცვით გაძლიერებულნი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ლოცვით გაძლიერებულნი

2023 წლის 5 დეკემბერს სურგუტის საქალაქო სასამართლომ (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი) დამნაშავედ ცნო 17 ძმა და ერთი და. ამ ძმებს შორის არიან ვიაჩესლავ ბორონოსი, საველიი გარგალიკი, ევგენი კაირიაკი, არტიომ კიმი, სერგეი ლოგინოვი, ალექსეი პლეხოვი და სერგეი ვოლოსნიკოვი. 17-ვე ძმას პირობითი სასჯელი შეეფარდა. სასჯელის მინიმალური ვადა 6 წლითა და 3 თვით განისაზღვრა, მაქსიმალური კი — 7 წლით. ერთ დას კი პირობითი სასჯელი შეეფარდა 3 წლითა და 3 თვის ვადით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 15 თებერვალი

    პოლიციის თანამშრომლებმა სურგუტსა და მეზობელ ქალაქებში რამდენიმე იეჰოვას მოწმის ბინა გაჩხრიკეს. სამი ძმა, მათ შორის სერგეი ლოგინოვი, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მოსამართლემ ბრძანა, რომ ერთი ძმა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაეგზავნათ. შვიდი ძმა წამების მსხვერპლი გახდა, რადგან მათ უარი განაცხადეს თანაქრისტიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

  2. 2019 წელს 26 თებერვალი

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მთავრობას მოსთხოვა, რომ გაეთავისუფლებინა სერგეი ლოგინოვი, რათა საჭირო სამედიცინო დახმარება მიეღო.

  3. 2019 წლის 11 აპრილი

    სერგეი ლოგინოვი გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.

  4. 2021 წლის 29 ოქტომბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ისმენს ჩვენი გაბედული თანაქრისტიანების ლოცვებს და უპასუხოდ არ ტოვებს მათ (ფსალმუნი 69:17).