17 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2022| ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 7 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | მაგადანში 13 იეჰოვას მოწმე დევნის მსხვერპლი გახდა
2024 წლის 6 მარტს მაგადანის საქალაქო სასამართლომ (მაგადანის ოლქი) დამნაშავედ ცნო სერგეი აგაჯანოვი, ლიუბოვ ასატრიანი, გალინა დერგაჩევა, ინა კარდაკოვა, ირინა ხვოსტოვა, გალინა პეჩკო, კონსტანტინე პეტროვი, ივან პუიდი, ვიქტორ რევიაკინი, მიხაილ სოლნცევი, ოქსანა სოლნცევა, სერგეი ერკინისა და ევგენი ზიაბლოვი.
სერგეი აგაჯანოვსს, ლიუბოვს, გალინა დერგაჩევას, ინას, ირინას, გალინა პეჩკოს, ვიქტორს, მიხაილსა და ოქსანას სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ევგენის – ხუთწლიანი, კონსტანტინს, ივანსა და სერგეი ერკინს – შვიდწლიანი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2018 წლის 30 მაისი
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ივან პუიდას, კონსტანტინე პეტროვის, სერგეი ერკინისა და ევგენი ზიაბლოვის წინააღმდეგ. მათ ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.
2018 წლის 1 ივნისი
ოთხივე ძმა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2018 წლის 3 აგვისტო
კონსტანტინე პეტროვი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2018 წლის 5 ოქტომბერი
ივან პუიდა, სერგეი ერკინი და ევგენი ზიაბლოვი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2019 წლის 20 მარტი
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სერგეი აგადჟანოვის, გალინა დერგაჩევას, ინა კარდაკოვას, ირინა ხვოსტოვას, ლიუბოვ ასატრიანის, მიხაილ სოლნცევის, ოქსანა სოლნცევასა და ვიქტორ რევიაკინის წინააღმდეგ. მათ გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2019 წლის 27 მარტი
ივან პუიდა, კონსტანტინე პეტროვი, სერგეი ერკინი და ევგენი ზიაბლოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2019 წლის 1 აპრილი
ამ და-ძმების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ერთ საქმედ გააერთიანეს.
2021 წლის 2 მარტი
გალინა პეჩკოს გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2021 წლის 5 მარტი
გალინა პეჩკოს ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში თანამონაწილეობა და მისი საქმეც ზემოხსენებული და-ძმების საქმეში გააერთიანეს.
2022 წლის 25 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
გვახარებს იმის დანახვა, რომ ჩვენი და-ძმები, რომლებსაც ქრისტეს სახელისთვის შეურაცხყოფენ, სიხარულს ინარჩუნებენ (1 პეტრე 4:14).
a მისგან ინტერვიუს აღება ვერ მოხერხდა.