27 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 13 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | მათ სჯერათ იეჰოვას მხარდაჭერის და ინარჩუნებენ დადებით განწყობას
2024 წლის 13 მაისს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (ბარნაული, ალთაის მხარე) დამნაშავედ ცნო იური კოლოტინსკი, მიხაილ რეშეტნიკოვი და ანატოლი სარიჩევი. სამივე მათგანს 2 წლითა და 3 თვით პირობითი სასჯელი შეეფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
მადლიერნი ვართ იმ და-ძმების, რომლებიც რწმენისა და იეჰოვაზე მინდობის საოცარ მაგალითს გვაძლევენ. დარწმუნებული ვართ, ისინი კვლავაც იგრძნობენ იეჰოვასგან ურყევ სიყვარულს და მზრუნველობას (ფსალმუნი 25:10).
დროის დიაგრამა
2021 წლის 25 მაისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მიხაილის წინააღმდეგ.
2021 წლის 27 მაისი
გაჩხრიკეს მიხაილის ბინა. ის და ანტონინა დაკითხეს. მიხაილს დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 6 ოქტომბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ანატოლის და იურის წინააღმდეგ. მათი და მიხაილის საქმე გაერთიანდა.
2022 წლის 7 ოქტომბერი
ანატოლის და იურის დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 19 იანვარი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.