არჩეულ მასალაზე გადასვლა

ალექსეი და ელენა კუპრიანოვები

16 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 21 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „მეტად დავაფასე ის ყველაფერი, რასაც იეჰოვა გვაძლევს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „მეტად დავაფასე ის ყველაფერი, რასაც იეჰოვა გვაძლევს“

2023 წლის 15 სექტემბერს კოვროვსკის საქალაქო სასამართლომ (ვლადიმირის ოლქი) ძმა ალექსეი კუპრიანოვი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა მან უკვე გაატარა გარკვეული პერიოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში და შინაპატიმრობაში. შესაბამისად, სასჯელი მოხდილად ეთვლება და აღარ მოუწევს საპატიმროში წასვლა.

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვისარგებლოთ ყველა იმ საშუალებით, რომლებიც გვეხმარება, „შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა წინ აღვუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფესოელები 6:11).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 17 თებერვალი

    სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა შვიდი ბინა, მათ შორის კუპრიანოვების ბინაც. დაკითხეს 23 და-ძმა.

  2. 2021 წლის 28 ივნისი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ალექსეის ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება იმ მიზეზით, რომ ის ესწრებოდა კრების შეხვედრებს.

  3. 2021 წლის 8 ივლისი

    მეორედ გაჩხრიკეს ალექსეის ბინა. ის დაკითხეს და გადაიყვანეს განყოფილებაში.

  4. 2021 წლის 9 ივლისი

    მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  5. 2021 წლის 19 ნოემბერი

    გადაიყვანეს შინაპატიმრობაში.

  6. 2022 წლის 21 ივნისი

    მოუხსნეს შინაპატიმრობა და დაუწესეს შეზღუდვები გადაადგილებასა და გარკვეულ საქმიანობებზე.

  7. 2022 წლის 4 ოქტომბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.