არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტატიანა პისკარევა

13 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 12 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „მიხარია, რომ იეჰოვას მოწმე ვარ“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „მიხარია, რომ იეჰოვას მოწმე ვარ“

2024 წლის 1 მარტს სოვიეტსკის რაიონულმა სასამართლომ (ქალაქი ორიოლი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ტატიანა პისკარევას საქმეზე და ორწელიწადნახევრიანი იძულებითი შრომა დააკისრეს შრომა-გასწორების კოლონიაში. ტატიანა შრომა-გასწორების კოლონიაში იცხოვრებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს შეასრულებს.

ზოგადი ინფორმაცია

ტატიანას მსგავსად ჩვენც ძალას გვმატებს და სიმშვიდეს გვგვრის იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ვემსახურებით და ისიც მუდამ მხარს გვიჭერს. ბედნიერები ვართ, რომ მის მოწმეებად ვიწოდებით (ესაია 44:8).

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 9 დეკემბერი

    გაჩხრიკეს ტატიანას და ვლადიმერის ბინა, რის შემდეგაც ვლადიმერი დააკავეს.

  2. 2020 წლის 11 დეკემბერი

    ვლადიმერი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 28 ოქტომბერი

    ტატიანას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  4. 2023 წლის 10 აპრილი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.