10 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 14 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | მოსკოვის სასამართლო სამ ძმას ასამართლებს
2023 წლის 12 ივლისს საველოვსკის რაიონულმა სასამართლომ (მოსკოვი) დამნაშავედ ცნო რომან მარეიევი, ანატოლი მარუნოვი და სერგეი ტოლოკონიკოვი. სასამართლომ რომანს ოთხწელიწად-ნახევრით შეუფარდა პატიმრობა, ანატოლის — ექვსწელიწად-ნახევრით, ხოლო სერგეის — ხუთი წლით. ანატოლი მაშინვე გადაიყვანეს საპატიმროში. რაც შეეხება რომანს და სერგეის, ისინი უკვე იმყოფებოდნენ საპატიმროში.
ზოგადი ინფორმაცია
რომანი, ანატოლი და სერგეი ჩვენთვის რწმენის ცოცხალი მაგალითები არიან. გვჯერა, რომ, როგორ რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება და არაფერი შეგვაშინებს (ფსალმუნი 23:4).
დროის დიაგრამა
2021 წლის 20 ოქტომბერი
მოსკოვში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში. სასამართლო საქმე აღიძრა რომანის, ანატოლისა და სერგეის წინააღმდეგ. მათ ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენა ამ საქმიანობაში ჩართვის მიზნით. სამივე ძმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 22 ოქტომბერი
რომანი და სერგეი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ანატოლის კი შინაპატიმრობა შეუფარდეს.
2022 წლის 17 ივნისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
a ინტერვიუ აღებულია სერგეის მეუღლისგან, მარია პანკოვასგან, რადგან ამ სტატიის მომზადების დროს სერგეი დაკავებული იყო. დაქორწინების შემდეგ მარიას გვარი არ შეუცვლია.