20 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 17 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | სამი ოჯახი იეჰოვას დახმარებით უძლებს დევნას
2023 წლის 13 ოქტომბერს სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ (ორიოლი) დამნაშავედ ცნო ვლადიმერ მელნიკი, ვლადიმერ პისკარევი და არტურ პუტინცევი და სამივე მათგანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ძმები 2020 წლის დეკემბრიდან იმყოფებიან პატიმრობაში.
დროის დიაგრამა
2020 წლის 8 დეკემბერი
საქმე აღიძრა სამივე ძმის წინააღმდეგ.
2020 წლის 9 დეკემბერი
პოლიციელებმა გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა რვა ბინა ორიოლში, მათ შორის ზემოაღნიშნული სამი ძმის სახლი. ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს.
2020 წლის 11 დეკემბერი
ვლადიმერ მელნიკი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2020 წლის 14 დეკემბერი
არტურ პუტინცევი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2021 წლის 19 იანვარი
სამართალდამცავებს აცნობეს, რომ ვლადიმერ პისკარევს რამდენიმე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა, თუმცა მათ ეს ინფორმაცია რეაგირების გარეშე დატოვეს და არც იმას დათანხმდნენ, რომ მისთვის მედიკამენტები მიეწოდებინათ.
2021 წლის 21 იანვარი
ვლადიმერ პისკარევს ნება დართეს, მიეღო მეუღლის მიერ მიტანილი მედიკამენტები, თუმცა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაზე კვლავ უარი განაცხადეს.
2021 წლის 24 ივნისი
ვლადიმერს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები საავადმყოფოში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი. ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, ის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.
2021 წლის 29 ოქტომბერი
ძმებს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების საფუძველზე.
2022 წლის 31 იანვარი
დაიწყო სასამართლო პროცესები.
ზოგადი ინფორმაცია
მართალია, ეს ძმები ოჯახების წევრებს დროებით დააშორეს, მაგრამ ვიცით, რომ ვერაფერი ჩამოაშორებს მათ ღვთის სიყვარულსა და მფარველობას (რომაელები 8:38, 39).