1 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | სამი ძმა მხნეობას არ კარგავს და იეჰოვას ერთგული რჩება
2023 წლის 5 სექტემბერს ნიჟნეკამსკის საქალაქო სასამართლომ (თათრეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო დენის ფილატოვი, სტანისლავ კლიუჩნიკოვი და დიმიტრი იარჩაკი და ყველა მათგანს ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2020 წლის 18 ნოემბერი
ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა და შეიარაღებულმა პოლიციის ოფიცრებმა ქალაქ ნიჟნეკამსკში 12 იეჰოვას მოწმის ბინაში მოაწყეს ჩხრეკა. 9 ძმა და 3 და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 24 აგვისტო
დენისს, სტანისლავს და დიმიტრის გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2021 წლის 7 ოქტომბერი
დენისს, სტანისლავს და დიმიტრის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მათ ბრალად ედებათ რელიგიური სიმღერების მღერა და ლოცვების წარმოთქმა.
2022 წლის 27 იანვარი
საქმე გადაეცა ნიჟნეკამსკის საქალაქო სასამართლოს.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ძმები კვლავაც იეჰოვაზე ამყარებენ იმედს. ბუნებრივია, მათაც იგივე გრძნობები ეუფლებათ, რაც ფსალმუნმომღერალს, რომელმაც თქვა: „მჯერა, რომ ღმერთია ჩემთან“ (ფსალმუნი 56:9).