29 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 18 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | საპატიმროში იეჰოვას ძალით განმტკიცებულნი
2023 წლის 17 აპრილს ახტუბინსკის რაიონულმა სასამართლომ (ასტრახანის ოლქი) დამნაშავედ ცნო რინატ კირამოვი, სერგეი კოროლევი და სერგეი კოსიანენკო და სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ძმები 2021 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ზოგადი ინფორმაცია
გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავისი ერთგული მსახურების თავშესაფარია (კანონი 33:27).
დროის დიაგრამა
2021 წლის 9 ნოემბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ახტუბინსკსა და ზნამენსკში სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების 15 სახლი გაჩხრიკეს, მათ შორის რინატ კირამოვის, სერგეი კოროლევის და სერგეი კოსიანენკოს ბინები.
2021 წლის 10 ნოემბერი
დააკავეს სერგეი კოროლევი.
2021 წლის 11 ნოემბერი
დააკავეს რინატ კირამოვი და სერგეი კოსიანენკო. სამივე მათგანი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 14 ნოემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.